Monday, February 29, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაგაკვეთილის თემა
ვაჟა–ფშაველას ,,ია’
სწავლების საფეხური  და კლასი
მე–5 კლასი , დაწყებითი საფეხური
საგანი ,მასწავლებლის სახელი და გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა
პედაგოგი  მარინა ბერიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
 6 მოსწავლე

  1. ტექსტის შინაარსის გაცნობა
  2. სიყვარული ბუნებისადმი , ბუნების სილამაზის აღქმა–განცდის უნარის  განვთარება
  3. მხატვრული კითხვის ჩვევათა გამომუშავება
  4. მსჯელობისა და დასკვნების უნარ– ჩვევათა განვითარება
  5. სალექსიკონო მუშაობა  (შედარება– შეპირისპირება)
  6. გაპიროვნების ხერხის  გაცნობა

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
     ქართული  V. 1
    ზეპირმეტყველება
  მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისადა გადაცემის აუცილებელი უნარ– ჩვევები.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
. საუბრობს ნათლად დაგარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს.
.გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ ფაქტისადმი.

     ქართული V.6
    კითხვა
 მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ ნაწყვეტი
     .ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
     . იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით.
   
 ქართული  V.10
    მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და  შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
       .ამოკრებს ტექსტიდან აზრობრივი თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს;
   .სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით;         
.ასახელებს მისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილებს და ხსნის აღნიშნულ ეპიზოდში  გამოყენებული  მხატვრული ხერხის დანიშნულებას;


 თანმიმდევრობა
  გაკვეთილის ხანგრძლივობა  45 წუთი
     მოსწავლეებს საშინაო დავალებად  მიცემული ჰქონდათ მოეძიებინათ მასალა ვაჟა– ფშაველას  შესახებ .  ესარგებლათ  ბიბლიოთეკით, ინტერნეტით.
 გაკვეთილი დავიწყე შეკითხვით:
მოვიძიეთ მასალა ვაჟა ფშაველას შესახებ? ხომ არ გაგიჭირდათ? რა სიძნელეები შეგხვდათ მუშაობისას?
  მოსწავლეთა პასუხების შემდეგ, ვიწყებთ მოძიებული მასალის პრეზენტაციას.
        აქტივობა 1.
     პრეზენტაცია – (5 წთ.)
 ( თითოეულ მისწავლეს  მოსწავლეს პრეზენტაციისათვის ეძლევა  2 წთ. )
 ორმა მოსწავლემ   წარმოადგინა ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბიოგრაფიული  მასალები და თანაკლასელებს გააცნეს მოძიებული მასალა. 
        აქტივობა 2   
    განმავითარებელი შეფასება ( 2წთ.)                          
მასწავლებელმა გააკეთა განმავითარებელ შეფასება,  კომენტარი. შევაქე  მოსწავლეები დავალების სრულყოფილად წარმოდგენისათვის და ვურჩიე, პრეზენტაციის დროს ნუ აღელდებიან.
     აქტივობა 3.
    მასწავლებლის მინილექცია (2 წთ.)
    საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ფშავში დაბადებულ ვაჟა– ფშაველას  მამამ პავლე რაზიკაშვილმა, მღვდელმა, შეასწავლა წერა– კითხვა და მშობელი ერის სიყვარული , ხოლო დედამ,გულქანმა, სულით პოეტმა,  მაგრამ  წერა – კითხვის უცოდინარმა ქალმა  უამრავი ლექსისა თუ ზღაპარის მცოდნემ, ჩაუნერგა  შვილს  პოეტური მგრნობელობა და ბუნების სიყვარული.  დიახ, ბუნება ვაჟა– ფშაველასათვის სულიერი არსებაა, რომ მცენარეები, ცხოველები ,  ფრინველები  ისევე განიცდიან,ფიქრობენ,გრნობენ,როგორც ადამიანები.   ამიტომაა, რომ ვაჟა – ფშაველას ბუნების მგოსანს, მის მესაიდუმლეს უწოდებენ. დღევანდელი  ჩვენი გაკვეთილიც  სწორედ ამ თემას ეძღვნება:
  ბუნების სილამაზე და მნიშვნელობა ვაჟა – ფშაველას  ,,იას“ მიხედვით.
      აქტივობა 4.
     კითხვა– პასუხი (პროვოცირება) ( 1 წთ.)
  1. გინახავთ ია?
  2. ლამაზია ია?
  3. ძალიან მოგწონთ? რატომ?
  4. თუ დაგიკრეფავთ იები, სად?
  5. დედისთვის თუ მიგიძღვნიათ იაები?
აქტივობა 5.
მოსწავლეთა პასუხების შემდეგ  ვაკეთებ კომენტარს , რომ  დღეს ჩვენ შევისწავლით ვაჟა–ფშაველას მოთხრობას ,,ია“ , რომლის ტექსტსაც მოვისმენთ ყურადღებით  (ვიდეოკლიპის სახით)
ტექსტის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს ვეკითხები :
აქტივობა 6.    
ტექსტის კომენტირებული კითხვა ( 7 წთ)
მოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ სახელმძღვანელოები  და წავიკითხოთ  ვაჟა–ფშაველას მოთხრობა ,,ია“. რამდენიმე მოსწავლეს ხმამაღლა წავაკითხე ტექსტი. შემდეგ ვთხოვე დაეხურათ სახელმძღვანელოები .
აქტივობა 7.
სალექსიკონო მუშაობა ( 4 წთ)
ტექსტში  შეხვდათ  ისეთი სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა უცხოა მათთვის.
(ფორმატებზე მომზადებული მაქვს სიტყვები, რომლებიც გავაკარით  დაფაზე )
პროექტორით ასევე მომზადებული მაქვს სიტყვათა სწორი განმარტებები.
 მოსწავლეებს ვეკითხები წაკითხულ ტექსტში უცხო სიტყვების მნიშვნელობებს და ვაფიქსირებინებ ფორმატზე.  შემდეგ პროექტორით ვუჩვენებ  უცხო სიტყვათა  სწორ განმარტებებს და  ვთხოვ შეადარონ ერთმანეთს მათ მიერ ფორმატზე განმარტებული სიტყვები და პროექტორით წარმოდგენილი სწორი მნიშვნელობები.
მოსწავლეები გამოდიან სათითაოდ დაფასთან, ადარებენ ერთმანეთს ამ სიტყვებს. სწორად განმარტებულებს უსვამენ პლუსს, ხოლო არასწორად  განმარტებულთ – მინუსს.
შემდეგ თვლიან რამდენი სიტყვა იყო სწორად განმარტებული და რამდენი – არასწორად.
მოსწავლეებისათვის ვიზუალურად თვალსაჩინოა და ადვილად დასამახსოვრებელი მათთვის გაუგებარი სიტყვები.
აქტივობა 8.
განმავითარებელი შეფასება (2 წთ)
ვაკეთებ კომენტარს, განმავითარებელ შეფასებას, რომ მათ იყოჩაღეს, ბევრი სიტყვა სწორად განმარტეს, მაგრამ იყო ისეთებიც , რომელთა მნიშვნელობა მათთვის გაუგებარია. იმედია რომ ამის შემდეგ, ამ სიტყვებს უკეთ და იმახსოვრებენ,  სწავლების პროცესში  და ცხოვრებაშიც გამოიყენებენ.
აქტივობა 9.
კთხვა–პასუხი  (4 წთ)
(კითხვები ფიქსირდება პროექტორით)
1.    რით გამოირჩევა უღრან ტყეში ამოსული პატარა ყვავილი?
2.    რატომ ნატრობს ია სიმღერის ნიჭს?
3.    განმარტეთ, ვინ (რა) მიაჩნია იას მფარველად?
4.    თქვენი აზრით, რატომ მოსწონთ თავი იასა და წიფლისჩიტას?
5.    განმარტეთ, როგორ გესმით : ,,ახლა ისინი ახალ კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ.“
6.    ვინ არის ის, ვინც  ეჩურჩულება იას და ზღაპარს უამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე?
7.    რატომაა შეუბრალებელი კაცი?
8.    დააკვირდით ლექსს, რომელიც მოთხრობას ამთავრებს. ეხმიანება თუ არა იგი მოთხრობის საერთო განწყობილებას.
9.    ბუნებას გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ჩვენ ვიცავთ თუ არა ბუნებას და როგორ?
10. ეხმიანება თუ არა დღევანდელობას ვაჟა–ფშაველას ნააზრევი.
აქტივობა 10.
წყვილებში მუშაობა ( 2 წთ)
მოსწავლეთა პასუხების  გაცემის შემდეგ დავსვი კითხვა : რა არის გაპიროვნება?
პასუხების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვუმარტე , რომ ადამიანის თვისებების გადატანას უსულო საგნებზე, ბუნების მოვლენებზე, მცენარეებსა და ცხოველებზე გაპიროვნება ეწოდება. (იას შეუძლია ფიქრი, საუბარი; დამპალი ყუნჭი შეყვარებულია იაზე, შორიდან უცინის;  წიფელი კვნესის; გუგულისკაბას ცრემლები ჩამოსდის . . .)
მოსწავლეებს ვთხოვ იმუშაონ წყვილებში და მოძებნონ გაპიროვნების მაგალითები.
აქტივობა 11.
პრეზენტაცია (5 წთ)
წყვილებმა გააკათეს ტექსტში მოძებნილი გაპიროვნების მაგალითების პრეზენტაცია.
აქტიბობა 12.
შეფასება  (2 წთ)
მასწავლებელმა გააკეთა განმსაზღვრელი შეფასება.
მოსწავლეებს მოვუწონე, რომ მშვენივრად გაართვეს თავი დავალებას,  მათ  ტექსტში მოეძებნს გაპიროვნების მაგალითები.
აქტივობა 13.
საშინაო დავალება (1 წთ)
1.    ვაჟა–ფშაველას ,,ია“ თხრობით.
2.დაწერეთ დიალოგი იასთან

  შეფასება

  განმსაზღვრელი  და  განმავითარებელი
საკლასო     მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები




კომპიუტერი  –  1 ცალი,
 პროექტორი  – 1 ცალი,
ფორმატები
 მარკერები
დაფა, ცარცი
  მე–5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო –
  ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე


1 comment:

  1. Borgata Hotel Casino & Spa, Atlantic City, NJ, United States
    BORGATA HOTEL CASINO & SPA. 서귀포 출장마사지 $5 - 부산광역 출장마사지 10/100. NO WAY TO BE ENTERED 밀양 출장샵 FOR A PERMISSION. NO WAY TO BE ENTERED FOR A PERMISSION. ·. NO WAY TO BE ENTERED FOR 김천 출장마사지 A PERMISSION. ·. BORGATA HOTEL CASINO & SPA. $5 - 10/100. NO WAY TO BE ENTERED FOR A PERMISSION. 평택 출장안마

    ReplyDelete